საზოგადოებრივი მედეგობა მდგომარეობს იმაში, რომ შეიქმნას თანაბარი შესაძლებლობები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისთვის. გენდერული თანასწორობის მიღწევა, ინკლუზიური და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესება და უმცირესობათა ინტეგრაციის ხელშეწყობა ფუნდამენტურია მედეგი საზოგადოების გარანტირებისთვის.
CSD-ის მიზანია ხელი შეუწყოს ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას, სადაც ინდივიდებსა და ჯგუფებს ექნებათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები და ყველა შესაძლებლობა, რათა მაქსიმალურად მოახდინონ საკუთარი პოტენციალის რეალიზება.