en

CSD აცხადებს მიღებას,,დეზინფორმაცია და მისინფორმაცია თანამედროვე საინფორმაციო გარემოში” ონლაინ სასწავლო კურსზე

CSD აცხადებს მიღებას,,დეზინფორმაცია და მისინფორმაცია თანამედროვე საინფორმაციო გარემოში” ონლაინ სასწავლო კურსზე

სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (CSD) აცხადებს მიღებას ,,დეზინფორმაცია და მისინფორმაცია თანამედროვე საინფორმაციო გარემოში” ონლაინ სასწავლო კურსზე. 

კურსის მიზანი: კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან დეზინფორმაცია-მისინფრომაციის არსს, ტაქტიკებს და მათთან გამკლავების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. კურსი ხელს შეუწყობს ინფორმაციის გადამოწმებისა და დეზინფორმაცია-მისინფორმაციის ამოცნობისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარებას. 

ვისთვის არის სასწავლო კურსი განკუთვნილი: სასწავლო კურსზე დარეგისტრირება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს. 

კურსის ღირებულება: კურსზე სწავლა უფასოა, ხოლო მისი წარმატებით დასრულების შემდეგ შესაბამისი სერტიფიკატის აღების ღირებულება შეადგენს 50 ლარს.

კურსის აღწერა: სასწავლო კურსი, 8 მოდულისგან (ვიდეო გაკვეთილი, საკითხავი მასალა და ტესტი) შედგება. კურსის დაწყება დარეგისტრირებულ მონაწილეებს შეეძლებათ რეგისტრაციის გავლის შემდეგ და მისი მიმდინარეობისას, სასწავლო განრიგს  ირჩევს თავად მომხმარებელი. მომდევნო მოდულზე გადასასვლელად კი საჭიროა თითოეული მოდულის თვითშეფასების ტესტის გავლა. 

კურსის შედეგები: კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, მონაწილეებს ექნებათ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული უნარები, რომ ეფექტიანად ამოიცნონ და გაუმკლავდნენ დეზინფორმაციასა და მისინფორმაციას. ასევე უკეთ მომზადებულები შეხვდნენ მტრულ საინფორმაციო ოპერაციებს და იცნობდნენ მასთან ბრძოლის ძირითად ინსტრუმენტებსა და სტრატეგიებს. 

კურსზე დასაშვებად, დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია პლატფორმაზე CSDAcademy.org.ge.

რეგისტრაცია შესაძლებელია 6 მაისიდან - 14 მაისის ჩათვლით, ხოლო სწავლის დაწყება მონაწილეებს, რეგისტრაციის გავლის მომენტიდან შეეძლებათ. კურსი ხელმისაწვდომი იქნება 31 მაისის ჩათვლით. 

დამატებითი კითხვების შემთვევაში გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: gcsd@gcsd.org.ge

 

გაზიარება