ნატოს მოკავშირეები და ევროკავშირის წევრები იზიარებენ ერთსა და იმავე ღირებულებებსა და ასრულებენ ურთიერთშემავსებელ, თანმიმდევრულ და ურთიერთგამაძლიერებელ როლებს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარდასაჭერად.
CSD მხარს უჭერს რეგიონში დასავლური სტანდარტების დამკვიდრებას და აძლიერებს სხვადასხვა აქტორის შესაძლებლობებს, რათა მათ შეძლონ ეფექტური წვლილის შეტანა რეგიონის მდგრად განვითარებაში.