გამოცხადდა ვაკანსია პროექტის ოფიცრის პოზიციაზე
სტრატეგიისა და განვითარების ცენტრი - საკონსულტაციო (CSD-Consulting) აცხადებს ვაკანსიას პროექტის ოფიცრის პოზიციაზე.
სამუშაო აღწერილობა
პროექტის ოფიცერი ჩაერთვება ორგანიზაციის მიმდინარე პროექტების განხორციელებაში. ძირითადი საქმიანობა მოიცავს გაუვრცელებლობის (Non-Proliferation) და რეგიონული უსაფრთხოების პროგრამებში მუშაობას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
აუცილებელია შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილება:
- უმაღლესი განათლება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში, საერთაშორისო სამართალში ან მომიჯნავე სპეციალობებში;
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება პროექტებში მუშაობის მიმართულებით;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (სასურველია დამადასტურებელი სერტიფიკატის წარმოდგენა);
- აკადემიური წერის მაღალი უნარი;
- თემატური ინტერესის წარმოჩენა.
პიროვნული უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე და სამუშაოს ხარისხზე ორიენტირება.
განაცხადის წარდგენა
კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტის მისამართზე: vacancy@gcsd.org.ge. სათაურის ველში მიუთითეთ Project Officer და CV-ში რეკომენდატორების საკონტაქტო ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში).
დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2024 წლის 30 ნოემბერი.
პირველ ეტაპზე ორგანიზაცია გადაარჩევს მოწოდებულ დოკუმენტებს და დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს შემდეგ ეტაპზე (გასაუბრება) გადასასვლელად.
დამატებითი ინფორმაცია
- მინიმალური სახელფასო განაკვეთი: 900 დოლარი (GROSS)
- კონტრაქტის ხანგრძლივობა: მინიმუმ 6 თვე