en

ახალი თანამშრომლობა CSD-სა და EU Non-Proliferation and Disarmament Consortium-ს შორის

ახალი თანამშრომლობა CSD-სა და EU Non-Proliferation and Disarmament Consortium-ს შორის

სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (CSD), ევროკავშირის გაუვრცელებლობისა და განიარაღების კონსორციუმის გადაწყვეტილებით, გახდა გაუვრცელებლობისა და განიარაღების თემაზე მომუშავე ევროპული  დამოუკიდებელი ანალიტიკური ცენტრების ქსელის ახალი წევრი.

CSD-ს გაუვრცელებლობის კონტროლის რეჟიმებზე მუშაობის ფართო სპეციალიზაცია და გამოცდილება  აქვს. წლების განმავლობაში, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით CSD-მა განახორციელა მრავალი საფუძვლიანი პროექტი, რომლებიც მიზნად ისახავდა მასობრივი განადგურების იარაღის უკანონო გავრცელებასთან (WMD) და მაღალგანვითარებულ კონვენციურ იარაღთან (ACW) დაკავშირებული რისკების შესახებ (ACW) ცნობიერების ამაღლებას სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის კონტექსტში.

CSD მოხარულია მოცემული თანამშრომლობის შესაძლებლობებით და მზად არის ხელი შეუწყოს ახალი ინიციატივების დანერგვას. 

გაუვრცელებლობისა და განიარაღების ევროპული კონსორციუმი 2010 წელს, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, დაარსდა. ის თავს უყრის 60-ზე მეტ ანალიტიკურ და კვლევით ცენტრს, რომლებიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყონ საერთო დიალოგსა და სტრატეგიებს მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. კონსორციუმი მოიცავს გამოჩენილ ინსტიტუტებს და ხელს უწყობს ევროკავშირის მასშტაბით უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე კოორდინაციას. 

გაზიარება